დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

სკოლის ექსკურსია III კლასიდან

საქართველოში

  1078

1 Gel

ტური არის შემეცნებითი, კულტურული და გასართობი ხასიათის;

მოცემული ტურები არ არის შაბლონური ხასიათის, კომპანიას შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს ნებისმიერ მოთხოვნილ მარშრუტს და გაითვალისწინოს სკოლის ნებისმიერი დამატებით საჭიროება თუ მოსაზრება.

ფასები მითითებულია ლარებში, და მოიცავს შემდეგ მომსახურეობებს:

  1. ტრანსპორტი
  2. გიდი/ანიმატორი
  3. მუზეუმების ბილეთები და ადგილობრივი გიდები
  4. დაზღვევა

ასევე დამატებითი მომსახურების სახით შეგვიძლია შემდეგი მომსახურეობების შეთავაზება:

  1. ლანჩი
  2. ფოტო/ვიდეო ოპერატორის მომსახურეობა

მცხეთა, ჯვარი, შიომღვიმე

  • ჯვრის მონასტერი - ქალაქ მცხეთის აღმოსავლეთით, მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე აღმართულია ჯვრის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი. ტაძრის სახელი და ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ - სწორედ აქ, წარმართული კერპის სკულპტურის ადგილას, IV საუკუნეში წმინდა ნინომ ხის ჯვარი აღმართა.
  • ქალაქი მცხეთა - მცხეთა ისტორიულად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებასა თუ კულტურულ - რელიგიურ განვითარებაში. ამაზე მეტყველებს არაერთი ისტორიული ცნობა და უამრავი ისტორიულ-კულტურული ძეგლი (უძრავი, მოძრავი). მათ შორის გამორჩეულია მუნიციპალიტეტის ცენტრი, ქალაქ მუზეუმად აღიარებული უძველესი ქ. მცხეთა.
  • შიომღვიმე -  მცხეთასთან ახლოს, მტკვრის ხეობაში მდებარე შიომღვიმის ლავრის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როცა აქ ეკლესია წმინდა შიომ დააარსა - ის ერთ-ერთია სირიიდან ჩამოსულ საეკლესიო მოღვაწეთა შორის, რომელთა მიზანი საქართველოში ქრისტიანული რელიგიის განმტკიცება იყო.

 

ატვირთვის თარიღი:



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow