დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

გამყვანი ტურიზმის მენეჯერის სასერტიფიკატო კურსი

სასწავლო ცენტრი

  9013

1000 Gel

გამყვანი ტურიზმის მენეჯერის სასწავლო კურსი

შენ უკვე სწორ ადგილას მოხვდი!

კეთილი იყოს შენი მობრძანება Discover Georgia-ს სასწავლო ცენტრში.

"სად დავსაქმდები აღნიშნული კურსის წარმატებით გავლის შემდეგ?" 

გაქვს შესაძლებლობა:

  • - დასაქმდე მოქმედ ტურისტულ კომპანიაში და გახდე გამყვანი ტურების მენეჯერი
  • - თავად წამოიწყო შენი ტურისტული ბიზნეს საქმიანობა
  • - დამოუკიდებლად დაგეგმო შენთვის სასურველი მოგზაურობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით
"რატომ Discover Georgia-ს სასწავლო ცენტრი?" 
  • - აქ გაივლი სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას, თანამედროვე სწავლის მეთოდებითა და პრაქტიკული მაგალითების განხილვით
  • - ჩვენი სასწავლო კურსი აგებულია რეალური ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს სამუშაო მასალებსა და გამოცდილებაზე - შენ გაეცნობი ტურისტული კომპანიის "შიდა სამზარეულოს" და ისწავლი იმას რასაც სხვაგან არ გასწავლიან
  • - ტრენინგში ჩართული ყველა ლექტორი პროფესიონალია თავისი საქმის და ყოველდღიური, აქტიური შეხება აქვს ტურიზმის ინდუსტრიასთან, არსებული სერვისის მომწოდებლებთან და უშუალოდ ტურისტებთან 
"ვის შეუძლია გაიაროს აღნიშნული სასწავლო კურსი?"
  • - სტუდენტებს (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი)
  • - გამყვანი ტურიზმით დაინტერესებულ პირებს
  • - ტურიზმის სფეროში ჩართულ ადამიანებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით

კურსის მონაწილეები პრაქტიკულად სწავლობენ და ეცნობიან შემდეგ თემებსა და საკითხებს:

  • -გამყვანი ტურიზმის არსი,
  • -ტუროპერატორის სტანდარტი - გამყვანი ტუროპერატორის პროფესია, ფუნქციები და უფლება-მოვალეობები
  • -გამყვანი ტურიზმის მიმოხილვა საქართველოში
  • -მსოფლიოში მოთხოვნადი ტურისტული ქვეყნები/მიმართულებები
  • - წამყვანი უწყებები ტურიზმის სფეროში საქართველოსა და მსოფლიოში(GNTA, UNWTO, IATA)
  • - ბიზნეს კორესპოდენცია ტურიზმში
  • - მოგზაურობასთან დაკავშირებული  სასაზღვრო რეგულაციები, წესები და სტანდარტები, სავიზო პროცედურები.
  • - არასტანდარტული და პაკეტური ტურების სპეციფიკა
  • - საქართველოს საგარეო ურთიერთობები და სავიზო პოლიტიკა.
  • - ავიაცია, ავიაციის სტატისტიკა
  • - სასტუმროების დაჯავშნის სისტემები 
  • - ონლაინ ტურისტული კომპანიების დაჯავშნის საერთაშორისო სისტემებში, მსოფლიოს მასშტაბით არასტანდარტული ტურების მომზადება და შეთავაზების ფორმატით წარდგენა.
  • - არასტანდარტული ტურის ფორმირება და ბიუჯეტირება
  • - პაკეტური ტურები
  • -  სამოგზაურო დაზღვევა ტურიზმში 
  • - გამყვანი ტურიზმის ბაზრის კვლევა/ანალიზი
  • - ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები
  • - ევროპა ვოიაჟი (Europe Voyage Tours)
  • - კრუიზები  
  • - ემოციური ინტელექტის ტრენინგი
კურსის ხანგრძლივობა: 4 კვირა
ფორმატი: რეალურ სივრცეში
გარემო: ემოციურად ინტელექტუალური და პროფესიონალური 

ფასი: 1000 ლარი 

კურსის დასაწყისი: 30.09.2024

კურსის დასასრული: 25.09.2024

- კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.

- აღნიშნული კურსის ფარგლებში, მონაწილეებს დამატებით საჩუქრად ჩაუტარდებათ სერვის მარკეტინგის მასტერკლასი.

- წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი (Eng) და წარმატებით დასაქმების მიზნით გაეწევათ რეკომენდაცია წამყვან ტურისტულ კომპანიებში.

დარეგისტრირდი და გახდი პროფესიონალი: 

ისარგებლე დამატებითი 10% ფასდაკლებით თუ ხარ:

  • - კომპანია "Discover Georgia"-ს სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებული
  • - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ტურიზმის პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
  • - გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივის, ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი კომპანიის წარმომადგენელი

Discover Georgia ზრდის პროფესიონალ კადრებს! 

ატვირთვის თარიღი: 2022-10-03



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow