დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

ბრენდის წარდგენის ხელოვნება

სასწავლო ცენტრი

  928

150 Gel

     დღევანდელ რეალობაში, როდესაც ჩვენს გარშემო უამრავი ბრენდი/პროდუქტი არსებობს, როდესაც დახვეწილ სერვისს არაერთი კომპანია გვთავაზობს, მთავარ ამოცანად იქცევა, რაც შეიძლება სწრაფად, მკაფიოდ და შთამბეჭდავად წარვადგინოთ ჩვენი ბრენდი თუ პროდუქტი.
     ბრენდის გამორჩეულად და შთამბეჭდავად წარდგენის ხელოვნება კი საუკეთესო საშუალებაა დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინოთ თქვენს აუდიტორიაზე.
თუ თქვენ გაქვთ ბრენდი ან ქმნით პროდუქტს და გინდათ მეტ წარმატებას მიაღწიოთ, მაშინ ეს მასტერკლასი შენთვისაა!

მასტერკლასს წარადგენს- ლანა ლაგვილავა

CBA (Certified Business Administrator) - Free University and GIPA, სერტიფიცირებული ტრენერი, კომპანია TIME-ის სწავლებისა და განვითარების მენეჯერი

მასტერკლასი განკუთვნილია მათთვის
- ვისაც აქვს ბრენდი და სურს ფართო აუდოტორიას გააცნოს ის
- ვინც არის მომსახურების სფეროში ჩართული ან/და ყიდის მომსახურებას, როგორც პროდუქტს
- ვინც ქმნის პროდუქტს და სურს გამოკვეთოს მისი მახასიათებლები შთამბეჭდავად

მასტერკლასის თემატიკა:
- ბრენდის/პროდუქტის შთამბეჭდავად წარდგენის მნიშვნელობა წარმატებისთვის
- ბრენდის ცნების და მნიშვნელობის განსაზღვრა
- ბრენდის ფასეულობების, მისიის და ხედვების განსაზღვრის აუცილებლობა
- ტოპ ხუთი მსოფლიო ბრენდის გაცნობა
- კომუნიკაციის არხების ჩართულობის მნიშვნელობა ბრენდის/პროდუქტის წარდგენისას - ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის, დამხმარე საშუალებების გამოყენების ეფექტურობა
- ,,ხუთი კითხვის სტრატეგიის" მნიშვნელობა და ანალიზი ბრენდის/პროდუქტის შთამბეჭდავად წარმოსაჩენად
- მომსახურების, როგორც ბრენდის ან პროდუქტის წარდგენის თავისებურებები
- ჩვენი ბრენდის ფასეულობების, მისიისა და ხედვის განსაზღვრა
- ჩვენი პროდუქტის მახასიათებლების გაანალიზება მისი საუკეთესოდ წარმოსაჩენად
- განსხვავება ბრენდის წარდგენას, ბრენდინგსა და ამბის თხრობას (სთორითელინგი) შორის
- ბრენდის წარდგენის პრაქტიკული მნიშვნელოის გაანალიზება - რა სირთულეები ახლავს ბრენდის წარდგენას და რა არის დადებითი მხარეები

ხანგძლივობა: 3 შეხვედრა(12 სთ)

მასტერკლასის დასაწყისი: 20.05.2024

მასტერკლასის ფორმატი და სტრუქტურა
- თეორიული მასალის განხილვასთან ერთად, ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ ქეისებს, დისკუსიებს, ჯგუფურ დავალებებს, სადაც მონაწილეები იმუშავებენ და განსაზღვრავენ ბრენდის/პროდუქტის წარმატებისთვის საჭირო ყველა მახასიათებელს.


რეგისტრაციის ბმული: https://rb.gy/973uh8 

ატვირთვის თარიღი: 2024-01-30



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow