დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

გაყიდვები და მოლაპარაკებები

სასწავლო ცენტრი

  1846

550 Gel

  • ბიზნესის მთავარი პროცესი „გაყიდვებია“ , რომელიც თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გვაქვს უნარი ვაწარმოოთ მოლაპარაკებები. ეს უნარი, შესაძლოა ნიჭის სახით გვქონდეს თანდაყოლილი, თუმცა 80% შემთხვევებში, იგი კარგად აქვთ დასწავლილი, გაყიდვების გურუებს და მას სხვაგვარად კომინიკაციური ფსიქოლოგია ქვია.
  • გაყიდვების მენეჯერი - ეს არის პროფესია, რომელზეც დგას ბიზნესის შემოსავლები და გაყიდვების მენეჯერობას, საბაკალავრო ფაკულტეტიც კი არ გააჩნია, ამიტომ თუ ვინმე საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას, ეს ნამდვილად არიან ის ადამიანები, რომლებსაც პირველი და მთავარი კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან და ხშირად შესაძლოა ვერც ახერხებენ იმ უდიდესი მისიის გააზრებას, რომელსაც ბიზნესის ხერხემლის ფუნქცია აკისრია.

ხშირად ისეც ხდება, რომ გაყიდვებს ავტომატურად ითავსებს კომპანიაში - ოპერატორი, ოფის მენეჯერი, სოც ქსელების მოდერატორი - ვისაც აქვს პირველი კონტაქტი მომხმარებელთან, სწორედ მასზეა დამოკიდებული კომპანიის წინსვლა თუ უკუსვლა.

  • ტრენინგი მოიცავს 4 პრაქტიკულ შეხვედრას ადგილზე დასწრებით.

ყოველი შეხვედრის დრო განისაზღვრება 2,5 საათი 2 ნაწილად ( შესვენებით)

  • ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა Discover Geoegia-სა და ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის ერთობლივი სერთიფიკატი.

ტრენინგს უძღვება ხათუნა მუზაშვილი

ფსიქოლოგი. ბიზნეს ტრენერი, ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი. ტრენერი  გაყიდვებისა და მოლაპარაკებების მიმართულებით.

აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში, ტრენინგის მონაწილეებს დამატეტებით საჩუქრად ჩაუტარდებათ PR და მარკეტინგის მასტერკლასი.

დღე 1

-გაცნობა, მისიის გააზრება.

-გაყიდვების ისტორია გინესის რეკორდცმენისგან.

-რას ვყიდით? - უბრალოდ სერვისს თუ ბედნიერებას?

-პროდუქტის მთავარი ფასეულობების აღმოჩენა

-საკუთარი კომპანიის ისტორია

-გაყიდვების კონვერსია და ზოგადი სტატისტიკა

-საკუთარი ეფექტურობის შეფასება

-ახალი ეფექტური გეგმის დასახვა.

 

დღე 2

-გაყიდვის არხები და მათი გაფართვება

-გაყიდვის ფორმები და განსხვავება მათ შორის

-კლიენტების ფსიქოლოგიური პორტრეტები

-ხმა, ინტონაცია, ლექსიკა, მესიჯ-ბოქსი, ტრენდები.

-რეალური ქეისების განხილვა, შეცდომების აღმოჩენა, დასკვნების გამოტანა.

 

დღე 3

-სეგმენტი და სამიზნე აუდიტორია

-სკრიპტები და მათ შესაბამისობაში მოყვანა

-რა ყიდის?

-როგორ გავუმკლავდეთ შეთავაზების კომპლექსს და უარის მიღების შიშშს?

 

დღე 4

-შეჯამება

-ახალი დასახული სტრატეგიის განხილვა.

 -ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ;
 . მოლაპარაკებების ფორმები;
 . სხეულის ენა და მისი მართვა;
 . წარმატებული მოლაპარაკების სქემა ანუ როგორ გავზარდოთ გაყიდვები და მოველაპარაკოთ ნებისმიერ ადამიანს ...

-კითხვებზე პასუხის გაცემა.

ატვირთვის თარიღი: 2023-07-20



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow