დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

ერთი ჯადოსნური ამბავი - კურორტი საირმე

  2187

ერთი ჯადოსნური ამბავი - კურორტი საირმის უნიკალური მინერალური წყაროების შესახებ


 

ერთ ჯადოსნურ ამბავს მოგიყვებით: თქმულების თანახმად, წყარო ირემს ადევნებულმა მონადირეებმა აღმოაჩინეს, ჟანგით გადაწითლებულ ქვაზე ამოდიოდა და მის გარშემო ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. 3კმ-ში კი მწყემსებმა უჩვეულო რამ აღმოაჩინეს - ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა, მიწა თოვლს არ იკარებდა და წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში მშრალი იყო. ამ ჯადოსნური ადგილის საიდუმლო მიწის სიღრმეში გეოლოგების აღმოჩენილი ცხელი თერმული წყაროები იყო, რომლებიც მე-19 საუკუნეში შეისწავლეს და ქიმიური ანალიზის შემდეგ, ყველა მათგანს უნიკალურობა და სამკურნალო შესაძლებლობები დაუდგინეს.

კურორტი საირმე

კურორტი "საირმე" მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის რეგიონს ეკუთვნის. "საირმე" ევროპის ყველაზე დიდი კურორტია. მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება და მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. ახალი კურორტ "საირმის" რეაბილიტაციის პროექტის შემდეგ  კომპლექსში წარმოდგენილია 3 სასტუმრო, 342 ნომერით, სადაც 1000-მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობაა ერთდროულად. აგრეთვე საირმის ლანდშაფტის მოდერნიზებაც განხორციელდა: ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.

რა დაავადებებს კურნავს:

  1. შარდ-კენჭოვანი დაავადებები - თირკმლის ქრონიკული დაავადებები, მარილოვანი დიათეზი, ასევე მკურნალობა პროფილაქტიკური მიზნით
  2. ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებები - ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ჰეპატიტი არაგამწვავებული ფორმით, ასევე მკურნალობა პროფილაქტიკური მიზნით
  3. ნივთიერებათა ცვლის მოშლა - შაქრიანი დიაბეტი, მარილოვანი დიათეზი, ართრიტი, ოსტეოქონდროზი
  4. კუჭ-ნაწლავის დაავადებები - წყლულოვანი დაავადებები, მომატებული ან დაქვეითებული მჟავიანობა, კოლიტი

თერმული სპა და ველნესი

კურორტზე წარმოდგენილი „თერმული სპა და ველნესი“ უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურას სთავაზობს დამსვენებლებს. სპა ცენტრში წარმოდგენილია დახურული აუზი, მარილის ოთახი, რომლებიც საუკეთესოა სასუნთქი გზებისა და ფილტვების წმენდისთვის, სველი და მშრალი საუნა, ასევე სხვადასხვა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი საპროცედურო კაბინეტები. აღსანიშნავია, რომ სპა ცენტრში ყველა პროცედურა თერმული წყაროებით კეთდება. აქვე წარმოდგენილია ღია საცურაო აუზიც, რომელიც მიწიდან ამოსული, 41-გრადუსის მქონე თერმული წყაროთი ივსება.

  • ჭარბწონიანობა - ცელულიტების პროფილაქტიკა და სხეულის კორექცია
  • ცენტრალური ნერვული სისტემა - ნეიროცირკულატორული დისტონია, უძილობა.
  • ძვალსახსროვანი სისტემა - ართრიტი, ართროზი, რევმატიული დაავადებები
  • კანის დაავადებები - ფსორიაზი, ალერგიული დერმატიტი

დაჯავშნე 2022 წლის 31 მარტამდე მთელი წლის პერიოდზე სპეციალურ ფასად:

 

 

ატვირთვის თარიღი: 2022-01-24

arrow