დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

აღმოაჩინე ქართული ტრადიციული სამზარეულო

  834

კულინარია კულტურის და იდენტობის გამოხატულებაა. მას შეუძლია გააღვიძოს ისეთი შეგრძნებები რაც ბავშვობას და დაუვიწყარ მოგონებებს უკავშირდება.

ქართული სამზარეულო გამორჩეულია თავისი ხასიათით და მრავალფეროვნებით, ძნელია რაიმე სხვას შეადარო თავისი  იდენტობა და და კულტურა ყველა კუთხის სამზარეულოში იგრძნობა. ის ტრადიციები, რაც დღემდე ჩვენამდე მოვიდა დიდი შრომის ფასად ნამდვილად დასაფასებელია. ამ პაწაწინა ქვეყანას რამდენი ენა და ხასიათი გააჩნია, რომ ამხელა სიტყვა თქვა მსოფლიო კულინარიაში.

კულინარიულ ტრადიციებს მთელ მსოფლიოში აფასებენ, ზოგ ქვეყანაში კი ტრადიციული სამზარეულოს აღორძინების ხანაც კი დადგა. მათ შორისაა საქართველოც.

ქვეყანა ცნობილია როგორც ბიომრავალფეროვნების კერა და მდიდარია სოფლის მეურნეობის ისეთი ტრადიციული პროდუქტებით, რომლებსაც მსოფლიოში სხვაგან ვერსად ნახავთ მაგალითად: იმერეთში ხაჭაპური და ჭყინტი ყველი,  თუშეთი, ფშავი და ხევსურეთი- გუდის ყველი და ხინკალი, კახეთში -ჩურჩხელა, ვაზის ლერწამზე შემწვარი მწვადი, რომელიც გამოირჩევა თავისი მადის აღმძვრელი სუნით და გემოთი, სამეგრელო -ელარჯი და გებჟალია. აჭარაში -ფახლავა, ბორანო. სამცხე ჯავახეთი -აპოხტის ხინკალი, ბაქმაზი.

ქართლი გამორჩეულია თავისი მწნილეულით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯონჯოლი. სვანური ჭვიშტარი და კუბდარი. რაჭა შქმერული და ლობიანი ლორით. გურია გურული ღვეზელი და მჭადი, რომელსაც განსაკუთრებული გემოსათვის კეცზე ვაზის ფოთლებს აფენენ. აფხაზეთი გამორჩეულია ნიგვზიანი და ცხარე კერძებით. ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რაც ჩვენს იდენტობას და კულტურას კარგად ასახავს.

ქართულ სუფრაზე მოხვედრა ყველა კუთხეში განსაკუთრებული დღესასწაულია, გამორჩეულად ტურისტებისათვის, რაც მათ დაუვიწყარ შეგრძნებებს და მოგონებებს უტოვებს საქართველოზე.

აღსანიშნავია  ასევე იუნესკოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული ფშაურ დამბალ ხაჭოს, მესხურ ტენილ ყველს,ლაღიძის წყლებს,სვანურ კუბდარს,სვანურ მარილს და თაშმიჯაბს,კახურ ჩურჩხელას და დედას პურს,აფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგია,ბორანოს დამზადების ტრადიცია,საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი,ქართული ყველი ნარჩვის დამზადების ტრადიცია,ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიცია,მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი,სულგუნის მომზადების ტრადიცია.

ესაა ჩვენი კულტურის და ტრადიციის ნაწილი, რითაც ვამაყობთ და ვაცნობთ ჩვენ პატარა საქართველოს მსოფლიოს, სადაც ჩვენი საპატიო ადგილი გვიკავია.

#აღმოაჩინეტრადიციულისამზარეულო

ავტორი: თინათინ შარიქაძე

ატვირთვის თარიღი: 2023-12-29

arrow