დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

აღმოაჩინე ღვინის სამშობლო - საქართველო

  2076

ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. საქართველო მსოფლიოში აღიარებულია როგორც ღვინის სამშობლო, რომელსაც ღვინის დაყენების უწყვეტი ტრადიცია აქვს 8000 წლის განმავლობაში.

"2012 წლის 30 მარტს „ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს“ მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კატეგორია.

ამ სტატუს ღვინის დაყენების უწყვეტი ტრადიციის გარდა არქეოლოგიური მონაპოვარი ამყარებს. რამდენიმე ათეული წლის წინ ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე, ნასახლარში ნაპოვნია VI ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა, რომელიც მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით ვაზის კულტურულ სახეობას vitis vinifera sativa-ს მიეკუთნება."

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა ევროპულ ენაში, სიტყვა ღვინოს ერთი საფუძველი აქვს და როგორც ენათმეცნიერები ვარაუდობენ, იგი ქართველური „ღვინიდან“ მოდის. Vinum, Wine, Vin, Wein, Вино და სხვა.

ქვევრის ტექნოლოგიური პროცესი - ყურძენი იწურება და ისხმება ქვევრში, რომელიც მიწაშია მოთავსებული. ეს უზრუნველყოფს ოპტიმალურ ტემპერატურას ღვინის დავარგების და შენახვისთვის. ქვევრი ივსება მიახლოებით 80%-მდე.

დუღილის დასრულებისას ქვევრი ივსება იდენტური ნაზავით და ილუქება 5-6 თვის მანძილზე. შედეგად, იბადება სრულყოფილი პროდუქტი - ბუნებრივი ღვინო, რომელიც შეუდარებელია მეღვინეობის სამყაროში. ის ისეთი ფორმულისაა, რომ ადამიანის ორგანიზმს მისი „წაკითხვა“იოლად შეუძლია, - ასე აფასებდა ჰიპოკრატე ქართველებისთვის საყვარელ და საამაყო სასმელს.

ჰიპოკრატე ამბობდა: ალბათ ვერც ვერავინ „წაიკითხავს“ ღვინოს ისე კარგად, როგორც ქართველი.

ქართული წითელი ღვინო ფართოდ გამოიყენება ქართულ მედიცინაში. კვლევები მოწმობს, რომ წითელ ღვინოს ჩვენი ორგანიზმის დაცვა და არაერთი დაავადების პრევენცია შეუძლია. წითელ ღვინოს აქვს დამამშვიდებელი თვისბებები, ხსნის დაღილობას. იგი ხელს უშლის კიბოს განვითარებას და სხვადასხვა გულ სისხლძართვთა დაავადებებს.

დღეს მსოფლიოში აქტიურად ვითარდება ღვინის ტურიზმი, ბოლო რამდენიმე წელია ამ პროცესებში აქტიურად ჩაერთო საქართველო. XX საუკუნეში მსოფლიო ბაზარზე ნაკლბად იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი უდიდესი არჩევანი შეგვიძლია შევთავაზოთ ღვინის მოყვარულებს.

#აღმოაჩინეღვინისსამშობლო

ავტორი: დათო კუსიანი

ატვირთვის თარიღი: 2023-12-27

arrow