დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

სკოლის ექსკურსია V კლასიდან

საქართველოში

  1116

1 Gel

ტური არის შემეცნებითი, კულტურული და გასართობი ხასიათის;

მოცემული ტურები არ არის შაბლონური ხასიათის, კომპანიას შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს ნებისმიერ მოთხოვნილ მარშრუტს და გაითვალისწინოს სკოლის ნებისმიერი დამატებით საჭიროება თუ მოსაზრება.

ფასები მითითებულია ლარებში, და მოიცავს შემდეგ მომსახურეობებს:

  1. ტრანსპორტი
  2. გიდი/ანიმატორი
  3. მუზეუმების ბილეთები და ადგილობრივი გიდები
  4. დაზღვევა

ასევე დამატებითი მომსახურების სახით შეგვიძლია შემდეგი მომსახურეობების შეთავაზება:

  1. ლანჩი
  2. ფოტო/ვიდეო ოპერატორის მომსახურეობა

ქუთაისი

  • პრომეთეს მღვიმე - პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. მისი ასაკი დაახლოებით, 60-70 მილიონი წელია.პრომეთეს მღვიმეში უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს - სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებში
  • ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში,  1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
  • მოწამეთა - სამონასტრო კომპლექსი აშენებულია ციცაბო კლდეზე და სამი მხრიდან მდინარე წყალწითელა ურტყამს რკალს. მონასტრის კედლებიდან დაწყებული, კლდოვანი ფერდობი ციცაბოდ ეშვება მდინარემდე. უძველესი დროიდან ასეთი მიუწვდომელი განლაგება ხელს უწყობდა მონასტრის დაცვას მტრის ჯარისაგან.

ატვირთვის თარიღი:



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow