ტური არის შემეცნებითი, კულტურული და გასართობი ხასიათის;
მოცემული ტურები არ არის შაბლონური ხასიათის, კომპანიას შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს ნებისმიერ მოთხოვნილ მარშრუტს და გაითვალისწინოს სკოლის ნებისმიერი დამატებით საჭიროება თუ მოსაზრება.
ფასები მითითებულია ლარებში, და მოიცავს შემდეგ მომსახურეობებს:
- ტრანსპორტი
- გიდი/ანიმატორი
- მუზეუმების ბილეთები და ადგილობრივი გიდები
- დაზღვევა
ასევე დამატებითი მომსახურების სახით შეგვიძლია შემდეგი მომსახურეობების შეთავაზება:
- ლანჩი
- ფოტო/ვიდეო ოპერატორის მომსახურეობა
მცხეთა, ჯვარი, შიომღვიმე
- ჯვრის მონასტერი - ქალაქ მცხეთის აღმოსავლეთით, მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე აღმართულია ჯვრის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი. ტაძრის სახელი და ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ - სწორედ აქ, წარმართული კერპის სკულპტურის ადგილას, IV საუკუნეში წმინდა ნინომ ხის ჯვარი აღმართა.
- ქალაქი მცხეთა - მცხეთა ისტორიულად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებასა თუ კულტურულ - რელიგიურ განვითარებაში. ამაზე მეტყველებს არაერთი ისტორიული ცნობა და უამრავი ისტორიულ-კულტურული ძეგლი (უძრავი, მოძრავი). მათ შორის გამორჩეულია მუნიციპალიტეტის ცენტრი, ქალაქ მუზეუმად აღიარებული უძველესი ქ. მცხეთა.
- შიომღვიმე - მცხეთასთან ახლოს, მტკვრის ხეობაში მდებარე შიომღვიმის ლავრის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როცა აქ ეკლესია წმინდა შიომ დააარსა - ის ერთ-ერთია სირიიდან ჩამოსულ საეკლესიო მოღვაწეთა შორის, რომელთა მიზანი საქართველოში ქრისტიანული რელიგიის განმტკიცება იყო.
ატვირთვის თარიღი: