დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

კორპორატიული ტური გორში

საქართველოში

  1054

470 Gel

ტურის ხანგრძლივობა:  3 დღე/ 2 ღამე

ტურის სახე: კულტურულ / შემეცნებითი

ღირებულებაში შედის:

  • კომპანია „აღმოაჩინე საქართველოს“ სერვისი-ტურის დაგეგმვა და კოორდინირება;
  • ტრანსპორტირება 1 ტრანსპორტი სპრინტერი (მძღოლისა და საწვავის ხარჯები);
  • განთავსება სასტუმრო „გორი ინნ“-ში, BB საუზმით;
  • 1 ვახშამი;
  • იოსებ სტალინის მუზეუმში შესასვლელი ბილეთები;
  • უფლისციხეში შესასვლელი ბილეთები და ღვინის დეგუსტაცია.

დამატებითი მომსახურეობა(ფასში არ შედის):

დამატებითი კვება ტურის განმავლობაში.

პროგრამა

1 დღე - თბილისი - გორი

  • 18:00 - თბილისიდან გამგზავრება
  • 19:30 - ჩასვლა გორში და განთავსება სასტუმროში
  • თავისუფალი დრო (სურვილისამებრ სასტუმროში შეგეძლებათ ისარგებლოთ სპა ცენტრით)

2 დღე - გორი

  • 08:00 დან 10:00 მდე - საუზმე
  • 10:00 - გასვლა სასტუმროდან იოსებ სტალინის სახლ მუზეუმის მიმართულებით

  • მონახულება იოსებ სტალინის მუზეუმის. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს გორში, ქალაქში,სადაც ის დაიბადა. სამუზეუმო კომპლექსი 1957 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა. თუმცა იმ სახლში, სადაც სტალინი დაიბადა, მემორიალური მუზეუმი ჯერ კიდევ 1937 წლიდან მის სიცოცხლეშივე არსებობდა.
  • გორი ჯვარის ტაძრის მონახულება. გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ გორიჯვარში, გორიჯვრის მთაზე მდებარეობს. იგი XX საუკუნის ძეგლია. ტაძარი აგებულია ადრე შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ადგილას 1920 წლის გორის მიწისძვრის შემდეგ.
  • დრო სადილისთვის გორში
  • გორის ციხის მონახულება. მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის გამო, გორის ციხის დაუფლება მთელ შიდა ქართლზე ბატონობას ნიშნავდა. ამიტომაც საუკუნეების განმავლობაში მისთვის იბრძოდნენ ქართლ-კახეთის მეფეები, მონღოლები, სპარსელები და ოსმალები. XIX საუკუნის დასაწყისში აქ რუსეთის ბატალიონიც იდგა. 
  • ატენის სიონის ცენტრალურ-გუმბათოვან ტაძრის მონახულება. იგი VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი, ტეტრაკონქის ტიპის ნაგებობაა. ნაგებია მომწვანო-მონაცრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებუია სხვა ფერის ქვებიც. ტაძარი ოთხსართულიან ცოკოლზე დგას, რომლის ქვეშაც ფართო და დაბალი ცოკოლია.
  • 17:00 - დაბრუნება სასტუმროში
  • 18:00 - ვახშამი ცირკის რესტორანში
  • თავისუფალი დრო

3 დღე - გორი - თბილისი

  • 08:00 დან 10:00 მდე - საუზმე სასტუმროში
  • 12:00 - გასვლა სასტუმროდან
  • ქვახვრელის ამაღლების ტაძრის მონახულება. ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი მდებარეობს გორის რაიონში, სოფელ ქვახვრელში, კლდეში ნაკვეთ ციხე-ქალაქ უფლისციხის მოპირდაპირე მხარეს, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ანტიკურ ხანაში იგი უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო.
  • უფლისციხის მონახულება და ღვინის დეგუსტაცია. დღესდღეობით იგი წარმოადგენს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს. ქალაქს აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, ოთხი კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიყავხარ, გალავანი და ა.შ. დღეისათვის ის ითვლება მუზეუმად ღია ცის ქვეშ.
  • გასვლა თბილისისი მიმართულებით
  • ჩამოსვლა თბილისში

ზოგადი წესები და პირობები

  • ტურის დასაჯავშნად, საბოლოო დადასტურებისთვის, ტურის შეკვეთიდან ერთი კვირის მანძილზე უნდა ჩაირიცხოს ღირებულების 30%
  • ტურის გაუქმების შემთხვევაში წინასწარ ჩარიცხული 30% არ ექვემდებარება დაბრუნებას.
  • დარჩენილი 70% ირიცხება - ტურის განხორციელებამდე 1 თვით ადრე.

ტურის გაუქმების პოლიტიკა:

  • ტურის დაწყებამდე 1 თვით (ან მეტი) ადრე ტურის გაუქმების შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას - ღირებულების 30% ერთ ადამიანზე.
  • ტურის დაწყებამდე 1 თვის განმავლობაში ტურის გაუქმების შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას ღირებულების 50% ერთ ადამიანზე.
  • ტურის დაწყებამდე 14 დღით ადრე (ან ნაკლები) გაუქმება ითვალისწინებს 100% ჯარიმას ერთ ადამიანზე.
  • სერვისის გამოუყენებლობის ან ტურზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.

ატვირთვის თარიღი:



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow