დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

დიდი ბრიტანეთის ვიზა

ვიზები

  980

300 Gel

რატომ უნდა ავიღოთ დიდი ბრიტანეთის ვიზა?

სტანდარტული ვიზიტორის ვიზის აღების შემთხვევაში, თქვენ გექნებათ მოგზაურობის ნებართვა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე სამი თვის განმავლობაში. ვიზიტორთა ვიზით თქვენი მოგზაურობის მიზანი შეიძლება იყოს: დასვენება, მეგობრების ან ოჯახის წევრების მონახულება, ბიზნესთან დაკავშირებული აქტივობები, სამედიცინო მომსახურების მიღება. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ სავიზო პროცედურის ნაბიჯ-ნაბიჯ გავლაში.

რა არის ვიზის მიღების ალბათობა?

ვიზის მიღების შანსების პროგნოზირება რთულია, ვინაიდან ვიზის მიღება დიდწილად დამოკიდებულია თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანასთან. რიგ შემთხვევებში, თქვენ ასევე უნდა წარმოადგინოთ თქვენი კავშირების დამადასტურებელი საბუთი თქვენ სამშობლოსთან, როგორიცაა მტკიცებულება იმისა, რომ გაქვთ სამუშაო ადგილი, სადაც დაბრუნდებით, როდესაც დაასრულებთ ბრიტანეთში მოგზაურობას.

რა დამიჯდება სავიზო მომსახურება?

  • სავიზო ცენტრის მომსახურების და სავიზო მოსაკრებლის თანხა შეადგენს 52 გირვანქა სტერლინგს.

რა საბუთები მჭირდება დიდი ბრიტანეთის ტურისტული ვიზისთვის?

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ესაჭიროება მგზავრობის მიზნის შესაბამისი კატეგორიის ვიზის მიღება. ვიზის განაცხადზე საბუთების განხილვა ხდება ქ.სტამბოლში, ხოლო საბუთების წარდგენა უნდა განხორციელდეს ქ.თბილისში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოსთან არსებულ TLS Contact Georgia UK Visa Application Center-ში.

სავიზო ცენტრში საბუთების ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ. სავიზო განაცხადის განხილვის ვადა შესაძლოა გაგრძელდეს მაქსიმუმ 15 სამუშაო დღემდე.

ბრიტანეთის მოკლევადიანი ვიზის მისაღებად საკონსულოში წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი:

  • მოქმედი და სხვა პასპორტები;
  • 2 ბიომეტრიული ფოტო, გადაღებული უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში;
  • ბილეთის ორი გზის სრული ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • ცნობა სამსახურიდან, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს ინფორმაცია განმცხადებლის თანამდებობისა და ხელფასის შესახებ;
  • ფინანსური საბუთები (უკანასკნელი 6 თვის საბანკო ამონაწერი, ინგლისურ ენაზე)
  • სტუდენტების და მოსწავლეების შემთხვევაში შესაბამისი სასწავლებლიდან ცნობა ინგლისურ ენაზე;

ვიზაზე განაცხადის გაკეთება, საჭირო დოკუმენტების მომზადება და კონსულტაცია შესაძლებელია „Discover Georgia“ ოფისში.

 

ატვირთვის თარიღი: 2023-11-20



wishlistსურვილების სიაში დამატება

arrow