ვისთვის არის ტრენინგ-კურსი განკუთვნილი?
✅ თუ გეგმავ კვების ინდუსტრიაში საკუთარი ბიზნესის დაწყებას და გჭირდება კომპეტენტური პირის კონსულტაცია.
✅ თუ გსურს რესტორანში მუშაობის დაწყება და არ გაქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.
✅ თუ გსურს დასაქმდე რესტორნის მენეჯერად/სერვისის მენეჯერად
✅ თუ გაქვს სურვილი უბრალოდ აიმაღლო ცოდნა და კვალიფიკაცია რესტორნის მენეჯმენტში.
მაშინ ეს ტრენინგ-კურსი შენთვისაა!
კურსის ხანგძლივობა: 3 კვირა
შეხვედრების რაოდენობა: 9 (1 შეხვედრის ხანგძლივობა- 2 სთ)
ტრენინგის ღირებულება: 600 ლარი
ტრენერი- ანა მაზმიშვილი
- მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი სარესტორნო ბიზნესში.
კურსის თემატიკა:
· კვების ობიექტი და მისი წარმოშობის მოკლე მიმოხილვა.
· კვების ობიექტის ტიპები და მათი მახასიათებლები.
· მომსახურე პერსონალის სამუშაოს აღწერა და უფლება-მოვალეობები.
· მომსახურების სახეები და სერვირების ტიპები.
· მომხმარებელთან ურთიერთობის წესები, სირთულეები და ეთიკის ნორმები.
- სერვის+ და კომუნიკაციის ხელოვნება
· მენიუ და მისი სახეობები.
· კერძებისა და სასმელების მომსახურება, შეთავაზების ხელოვნება.
· სადღესასწაულო სუფრა და მისი მომსახურეობის სპეციფიკა.
· ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა კვების ობიექტზე და კვებითი მომსახურების დროს.
· სარესტორნე ინვენტარი და მათი დანიშნულება
· კადრების შერჩევა და აყვანა კვების ინდუსტრიაში.
· რესტორნის ბიზნესის წარმატების რამდენიმე ფაქტორი და მარკეტინგი
დამატებითი ინფორმაცია:
- ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ ქეისებსა და დისკუსიებს , ასევე კურსის განმავლობაში მონაწილეებს გადაეცემათ საჭირო სასწავლო მასალები.
- კურსის დასასრულამდე მონაწილეები აკეთებენ საბოლოო შემაჯამებელ პრაქტიკულ დავალებას/პრეზენტაციას და წარადგენენ სურვილის მიხედვით ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.
- წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი (Eng)
Discover Georgia ზრდის პროფესიონალ კადრებს!
ატვირთვის თარიღი: 2023-08-14