გრანდ ტური ევროპაში
10 ღამე /11 დღე
იტალია – საფრანგეთი – ბელგია - ჰოლანდია – გერმანია
მილანი – (ბერგამო)- სტრასბურგი – პარიზი – ბრიუსელი – ამსტერდამი – (ჰააგა)(ვოლენდამი) - მაინის ფრანკფურტი – მიუნჰენი – ვერონა – (ვენეცია)-მილანი
გამგზავრების თარიღები: 23.06, 14.07, 18.08, 15.09, 20.10.2024
1 დღე. მილანი (კვირა) ჩაფრენა მილანში. აეროპორტში კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელსაც ხელში ეჭირება წარწერა Europe Voyage. მხოლოდ ადრეული რეისით ჩაფრენილთათვის შესაძლებელია დაორგანიზდეს სურვილისამებრ ექსკურსია: მაჟორეს ტბაზე. ტრანსფერი და სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში. |
2 დღე. სტრასბურგი (ორშაბათი) საუზმე სასტუმროში. გადასვლა სტრასბურგში. სტრასბურგი არის „გაერთიანებული ევროპის დედაქალაქი“ - შესანიშნავად ლამაზი და საოცრად შემონახული უძველესი ქალაქის სახელს ატარებს. სტრასბურგის ისტორიული ცენტრი არის განლაგებული კუნძულზე, რომელიც წარმოქმნის მდინარე ილეს. ილეს მდინარე კი ჩაედინება რაინში. გზად დამატებით მოეწყობა ვიზიტი შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში. სტრასბურგის სასტუმროში განთავსება. თავისუფალი დრო ქალაქში. ღამისთევა სასტუმროში. |
3 დღე. პარიზი (სამშაბათი) საუზმე სასტუმროში. გადასვლა პარიზში. ქალაქში მიმოხილვითი ექსკურსია ავტობუსით, სადაც თქვენ შეძლებთ დატკბეთ და იხილოთ: ლუვრი, ბასტილიის მოედანი, ოპერა, ღვთისმშობლის ტაძარი და პარიზის სხვა ღირსშესანიშანობები. ვიზიტი ფრაგონარის პარმიუმერიულ ფაბრიკაში. თავისუფალი დრო. სურვილისამებრ მოეწყობა ექსკურსია ნოტრ-დამში და ლათინურ კვარტალში-სადაც იბრძოდნენ სამეფო მუშკეტერები დუელების დროს. ვნახავთ ცნობილ სარბონის უნივერსიტეტს, კლუნის აბანოებს, ლუქსემბურგის ბაღებს შადრევნებითა და თეთრი მარმარილოს ქანდაკებებით, მარია მედიჩის სასახლეს, პანთეონს. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში. |
4 დღე. პარიზი (ოთხშაბათი) საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო. სურვილამებრ დღის პირველ ნახევარში მოეწყობა ექსკურსია ვერსალსა და მონმარტში - ეს გახლავთ პარიზის ყველაზე მაღალი წერტილი. ჩვენ ვნახავთ საკრე კერის თეთრ ტაძარს. სიყვარულის კედელს, დალიდას სახლს, ქარის წისქვილებს და მულენ რუჟის ცნობილ კაბარეს. დღის მეორე ნახევარში, სურვილისამებრ ექსკურსია მსოფლიოში ცნობილ ლუვრის მუზეუმში და კრუიზი სენაზე. შემოთავაზებული იქნება სურვილისამებრ საღამოს ჩვენება მულენ რუჟის კაბარეში. დაბრუნება სასტუმროში. ღამისთევა სასტუმროში. |
5 დღე. ბრიუსელი (ხუთშაბათი) საუზმრე სასტუმროში. ბრიუსელში გადასვლა. საფეხმავლო მიმოხილვით ექსკურსიის დროს თქვენ ნახავთ რატუშას და გილდიის სახლებს, ასევე ქანდაკებას (Manneken Pis), რომელიც გახდა ბრიუსელის სიმბოლო, საბლონის ღვთისმშობლის ეკლესიას და ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებს. განთავსება სასტუმროში-ამსტერდამის მიმდებარე ტერიტორიაზე. ღამისთევა სასტუმროში. |
6 დღე. ამსტერდამი (პარასკევი) საუზმე სასტუმროში. მიმოხილვითი ექსკურსია ამსტერდამის არხებზე. სურვილისამებრ მოეწყობა ექსკურსია ჰააგაში. ჰააგა არის პარლამენტის, მთავრობისა და სამეფო ოჯახის რეზიდენცია. აქვე არის განთავსებული მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისები. მას ხშირად უწოდებენ „ბედისწერის დედაქალაქს“, აქვე არის საერთაშორისო სასამართლოები. იხილეთ მშვიდობის სასახლე - ერთ-ერთი ყველაზე გაშუქებული შენობა ჰააგაში. ბინენჰოფი - ჰოლანდიის პარლამენტის ადგილსამყოფელი რომელიც მდებარეობს თვალწარმტაცი ტბის მახლობლად. სასახლის კომპლექსი მდებარეობს ძველი სანადირო, საიდანაც დაიწყო ქალაქის ისტორია. დაბრუნება სასტუმროში. ღამისთევა სასტუმროში. |
7 დღე. (ვოლენდამი - ზაანსე სჰანსი) (შაბათი) საუზმე სასტუმროში. სასტუმროში თავისუფალი დროის გატარება ან დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში მოეწყობა ექსკურსია ვოლენდამისა და ზაანსე სხანსის ქალაქებში. ზაანის სანაპიროს ხუთი წისქვილი ამშვენებს. ისინი იმ დროს გვაგონებს, როცა ზაანის პროდუქტიულობა ქარის სიძლიერეზე იყო დამოკიდებული. ზაანსე სხანსი - ღია ცისქვეშ არსებული ეთნოგრაფიული მუზეუმია, სადაც გლეხები საუკუნოვანი ტრადიციების დაცვით ცხოვრობენ: ისინი ატარებენ ხალხურ შესამოსელებს და გამოჭრილ კლომპებს (ხის ფეხსაცმელებს), ტრადიციული ტექნოლოგიების მიხედვით ამზადებენ ყველს. შესანიშნავად შემონახული შენობები მე-17-მე-18 საუკუნეების ჰოლანდიური ცხოვრების ნათელი მაგალითია. სპეციფიკური სახლები, ისტორიული ვერფები და ქარის წისქვილები ყოველწლიურად ასობით ათას ტურისტს იზიდავს. დღესდღეობით ვოლენდამი ეთნოგრაფიულ ტურისტულ ცენტრადაა ცნობილი, იგი „ნამდვილი ჰოლანდიის“ სიმბოლოა. იქ ყოველწლიურად 2 მილიონამდე მოგზაური და თავგადასავლების მაძიებელი ჩადის საგამოფენო ვიტრინების მსგავსად მორთული პატარა ეროვნული სახლების, ძველი ეკლესიების, მყუდრო რომანტიკული ქუჩაბანდების, ლამაზი არხების, ასაწევი ხიდებისა და ცნობილი ადგილობრივი ნავსადგურის დასათვალიერებლად. ამ ნავსაყუდელში შეხვდებით პრაქტიკულად ყველა ტიპის თევზსაჭერ ბოტს და იახტას. მაინის ფრანკფურტში გადასვლა. ქალაქში გასეირნება თანმხლებ ჯგუფთან ერთად. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში. |
8 დღე. მაინის ფრანკფურტი - მიუნჰენი (კვირა) საუზმე სასტუმროში. ისტორიული ცენტრის დათვალიერება ჯგუფის მეგზურთან ერთად. მიუნჰენში გადასვლა. ისტორიული ცენრტის დათვალიერება. თავსუფალი დრო. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში. |
9 დღე. (ნოიშვანშტაინის ციხე-სიმაგრე) - ვერონა (ორშაბათი) საუზმე სასტუმროში. ფიუსენში გადასვლა. ქალაქში თავისუფალი დროის გატარება. სურვილისამებრ მოეწყობა გამგზავრება ნოიშვანშტაინის ციხე-სიმაგრისკენ. მასზე საუბრობენ, როგორც ცხადად ახდენილ ოცნებაზე, ზღაპრულ სიმაგრეზე, რომელიც განლაგდა ბავარიის ალპების დათოვლილ მწვრერვალებს შორის. თითქოს ძვლისგან გამოკვეთილი ნაგებობა უფრო ნატვრას ჰგავს, ვიდრე რეალობას. ის ადამიანთა მიერ აღმართულ შენობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულოა. ციხე-სიმაგრე განთქმულია არა მხოლოდ თავისი ისტორიით, არამედ იმითიც, რომ ის გახდა უოლტ დისნეის მულტფილმ - „მძინარე მზეთუნახავში“ ნაჩვენები ციხე-სიმაგრის პროტოტიპი. ვერონასკენ მიმავალ გზაზე ავსტრიის ქალაქ ინსბურკის მონახულების შესაძლებლობა. ვერონაში გადასვლა. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში. |
10 დღე. ვერონა-(ვენეცია)-მილანი (სამშაბათი) საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო ვერონას ცენტრში. მოეწყობა სურვილისამებრ ექსკურსია ვენეციაში - მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში. ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება მეგზურთან ერთად. თქვენ ნახავთ პიაცა სან მარკოს, ბაზილიკას სან მარკოს, კამპანილეს - ყველაზე მაღალ შენობას ვენეციაში. და, რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ გონდოლები - ტრანსპორტის ეგზოტიკური ფორმა ვენეციაში, რომელზედაც თქვენ აუცილებლად ჩაიძირებით ვენეციის რესპუბლიკის შორეულ წარსულში. სურვილისამებრ მოეწყობა ექსკურსია წმინდა მარკოზის საკათედრო ტაძარში და წმინდა ლაზარეს კუნძულზე. ტრანსფერი მილანში ავტობუსით ან რკინიგზით. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში. |
11 დღე. მილანი (ოთხშაბათი) საუზმე სასტუმროში. ტრასფერი აეროპორტში. |
ტურის ღირებულება
880 ევრო ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში (გარეუბანში 3* სასტუმროებით)
ღირებულებაში შედის:
დამატებითი ექსკურსიები (არ შედის ღირებულებაში)
ადგილზე აუცილებლად გადასახდელი:
დამატებითი ინფორმაცია:
P.S. ანგარიშსწორება ხდება ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული TBC ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით.
ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთი და დაზღვევა, რომელიც შეგიძლიათ თავად
უზრუნველყოთ ან ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.
Discover Georgia გახლავთ IATA_ს აკრედიტირებული აგენტი და გთავაზობთ მთელი
მსოფლიოს მიმართულებებით ავიაბილეთების 24 საათიან მომსახურებას.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
საუკეთესო სურვილებით,
Discover Georgia
ატვირთვის თარიღი: 2023-04-18