ემოციური ინტელექტი - გზა, პირადი და პროფესიული წარმატებისკენ
მე მინდა (თვითცნობიერება და თვითრეგულაცია)
სამყარო სადაც ვცხოვრობთ სავსეა მრავალფეროვნებით, უთვალავი ნათელი და მუქი ფერებით, ადამიანთა გემოვნებით და აზრთა ნაირსახეობით. მრავალფეროვნების მიუხედავად ადამიანებს შორის არსებობს საზოგადოდ აღიარებული ძირითადი ორი მიმართულება: კარგი ან ცუდი, სწორი ან არასწორი.
ვიბადებით და აღზრდის პირველი წუთებიდან მკაცრად მოგვეთხოვება ცხოვრების რიტმის შეგრძნება, ზუსტად იმ პულსაციით რომელიც პულსირებს ჩვენს გარშემო დაბადების მომენტიდან. ვიზრდებით საოცარი სწრაფი ტემპით და ძალიან მალე, ვაცნობიერებთ, რომ ვართ სრულწლოვნები. დამოუკიდებლობის ასაკიდან კი იწყება ბრძოლა საკუთარ თავთან რომელსაც მოსდევს მრავალი შეკითხვა:
საკუთარი თავის ამოცნობა - თვითცნობიერება ყველაზე დიდი განძია რაც შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს ზრდასრული ცხოვრების საწყის ეტაპზე. თუ ადამიანი სწორედ გასცემს ზემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს პასუხს და განმარტოვდება საკუთარ თავთან, აღმოაჩენს იმ უნიკალურ ინფორმაციას რომელიც მთელს ჩვენს პლანეტაზე მხოლოდ ამ ერთ კონკრეტულ ადამიანს ეხება.
ადამიანთა წარმატების აღქმა იყოფა ორი მიმართულებით: პირადი და პროფესიული ცხოვრება. ჩვენს სოციუმში პირად და პროფესიულ ცხოვრებას აქვს ასევე საზოგადოდ აღიარებული დოგმები რომლის შესრულებაც მოგვეთხოვება, რომ ვიყოთ სოციუმთან ანუ მასასთან მიახლოებულები: მაგ.: პირადი ცოხვრება თუ ჩვენს სოციუმში გაიგივდება მხოლოდ და მხოლოდ დაქორწინებასთან ჩვენ, როგორც ამ სოციუმის მონაწილეებს ავტომატურად მოგვეთხოვება ამ დაუწერელი კანონის შესრულება, იმის მიუხედავად ჩვენ პირად "მეს" ეს უნდა და მოსწონს თუ არა. მომდევნო მაგალითი არის პროფესიულ კარიერასთან დაკავშირებული, რომელიც ადამიანებს ბავშვობის მცირე ასაკიდან გარშემომყოფთა გადაწყვეტილებით ელექებათ აზროვნებაში რომ "აუცილებლად უნდა გახდნენ ექიმები, პოლიტიკოსები ან სხვა მნიშვნელოვანი პროფესიის წარმომადგენლები რადგან მათ სოციუმს სწორედ მსგავსი პროფესიის ადამიანები სჭირდებათ". პირად და პროფესიულ ცხოვრებაში მსგავსი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, როგორც წესი მხოლოდ მცირე პროცენტულ რაოდენობას უმართლებს, ერთი მარტივი მიზეზის გამო:
გადაწყვეტილება რომელიც მიიღეს, იყო სხვა ადამიანების მიერ არჩეული და ჩვენი პირადი "მე" ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას არ ან ვერ იღებდა.
თვითცნობიერების შემდგომ გვაქვს მეორე ცხოვრებისეული დავალება - თვითრეგულაცია, რომელიც აძლევს ადამიანს საკუთარი თავის სწორედ მართვის საშუალებას, იმ პასუხებზე დაყრდნობით რომელსაც მიიღებს პირველი ეტაპის - თვითცნობიერების წარმატებით გადალახვის შედეგად:
აღნიშნულ მარტივ შეკითხვებზე პასუხები სწორ ქმედებებთან ერთად დაგვიხატავს რეალურ გამოსახულებას რომ დავინახოთ საკუთარი უნიკალური "მე" აწმყოსა და მომავალში.
მე შენი მესმის (ემპათია და სოციალური უნარები)
თვითცნობიერებისა და თვითრეგულაციის შემდგომ ვაანალიზებთ რომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი და ქმედება სასურველ შედეგს ვერ მოგვცემს რადგან ცხოვრება გვიწევს არა მარტოს, არამედ სხვადასხვა ადამიანებთან - სოციუმთან ერთად. არსებული დაწერილი თუ დაუწერელი კანონებისა და წესების მიხედვით საკუთარი თავის თვითცნობიერება და თვითრეგულაცია არ უნდა აყენებდეს ზიანს გარშემომყოფ ადამიანებს. არ გვაქვს უფლება საკუთარი "მეს" კეთილდღეობისთვის დავჩაგროთ ან უყურადღებოდ დავტოვოთ ჩვენს სოციუმში არსებული ახლობლები თუ უცხო ადამიანები. ეს არის ემპათია და სოციალური უნარი - როდესაც გვაქვს შესაძლებლობა შევიგრძნოთ სხვა ადამიანების ემოციები საკუთარ ემოციებად, გამოვხატოთ ადამიანების - სოციუმის მიმართ სიმპათია, შევაქოთ, მადლობა გადავუხადოთ, დავეხმაროთ ან უბრალოდ ჩავეხუტოთ. ემპათია და სოციალური უნარი გვასწავლის მოსმენის კულტურას და ხელოვნებას. ჩვენგან განსხვავებული ადამიანების მოსმენისა და თანაგრძნობის უნარს, როდესაც გვაქვს უფლება გადმოვხედოთ ცხოვრებას სწორედ მათი გადმოსახედიდან. აღნიშნული უნარები გვჭირდება იმისთვის რომ ეფექტურად ვმართოთ ჩვენი პირადი თუ საქმიანი ურთიერთობები იმ მრავალფეროვან სოციუმში სადაც გვიწევს ცხოვრება. სწორი თვითშეფასების, თვითრეგულაციის, ემპათიისა და სოციალური უნარების შერწყმით ვცდილობთ დავამყაროთ ჩვენი წარმატებული ცხოვრებისთვის საჭირო ურთიერთობები სხვადასხვა სოციუმებში არსებულ მრავალფეროვან ინდივიდებთან.
ბოლო შეკითხვა ჩვენი ემპათიისა და სოციალური უნარების დასადგენად არის:
ემოციური ინტელექტის ეს ოთხი მიმართულება სრულყოფაში მოგვყავს თვითმოტივაციით რომელიც ყოველი დაბრკოლების მიღმა გვეხმარება მუდმივად ამოვიცნოთ ის დადებითი და პოზიტიური დეტალები რომელმაც დაბრკოლების მიუხედავად ახალი ბიძგი მისცა ჩვენს ცხოვრებას.
ყოველი ცხოვრებისეული დაბრკოლება დასაწყისია ჩვენი ახალი წარმატებების!
გაეცანით ემოციური ინტელექტის ჩვენს სასწავლო კურსს.
ავტორი: ნინო კეკელიძე
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს აფილირებული ასოცირებული პროფესორი.
ატვირთვის თარიღი: 2023-02-26