დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

აღმოაჩინე ჯუმა მეჩეთის ისტორია თბილისში

  756

თბილისის ჯუმა მეჩეთი ერთადერთია მსოფლიოში, სადაც 150 წელზე მეტია,  შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ. აგურით ნაშენი მეჩეთი დამრეც ფერდობზე დგას. მის არქიტექტურაში ნეოგოთიკური და ისლამური ელემენტები ჰარმონიულადაა შერწყმული. კარიბჭეზე აღმართულია რვაწახნაგა მინარეთი, რომელიც შორიდანვე იქცევს ყურადღებას. ნაგებობის ულამაზესი მოზაიკური ფასადი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს და უამრავ მნახველს იზიდავს.  მეჩეთი სუნიტურია, თუმცა დღესდღეობით იგი ემსახურება, როგორც სუნიტური, ასევე შიიტური მიმართულების მუსლიმებს.

გარდა ამ უნიკალურობისა, ჯუმა მეჩეთს ორი მიჰრაბი აქვს - ადგილი, სადაც იმამი - წინამძღვარი დგას და ლოცვას აღასრულებს. აქ პარასკევის ტრადიციული (ჯუმის) ლოცვის გარდა, სრულდება ბაირამის სადღესასწაულო ლოცვები და აღინიშნება ყველა რელიგიური დღესასწაული.

თუ გინდა მოინახულო ჯუმა მეჩეთი, ძველ თბილიში, ნარიყალას ძირში მისვლისას მარტივად მიხვდები სად უნდა წახვიდე. 

#აღმოაჩინეჯუმამეჩეთი

ავტორი: მარიამ თვარაძე

ატვირთვის თარიღი: 2023-12-27

arrow