დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

საქართველოს ხელისუფლების ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ტურისტებს

  1883

საქართველოს ხელისუფლების ჰუმანიტარული დახმარება ტურისტული მიზნით ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტების სასტუმროებში განთავსება დღეს დილიდან დაიწყო.

კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აამოქმედა ცხელი ხაზი 0 800 800 909 , რომელიც ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში და საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ ტურისტებს შეუძლიათ მიიღონ ყველანაირი სახის ინფორმაცია და დახმარება.

ატვირთვის თარიღი: 2022-02-25

arrow