დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

divider

მისია:

აღმოაჩინე საქართველოს მისიაა ტურისტების უზრუნველყოფა საუკეთესო და დაუვიწყარი მოგზაურობით. ჩვენ ვეხმარებით მათ რომ აღმოაჩინონ საქართველო ისევე როგორც შეიგრძნონ მსოფლიოს  ქვეყნების მრავალფეროვნება. ჩვენი გუნდი მზად არის უმასპინძლოს და უხელმძღვანელოს სხვადასხვა ღონისძიებებს და ფესტივალებს. ჩვენ ვზრუნავთ ხარისხზე  და ვცდილობთ გადავაჭარბოთ ჩვენი მომხმარებლების მოლოდინს. 

კომპანიაში არსებული სასწავლო ცენტრის მისია არის სტუდენტების სწორი ჩართულობა ტურიზმის ინდუსტრიაში, მათი ცოდნის ამაღლება, ტურისტული სერვისების კულტურის დახვეწა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და სტუმართმოყვარე გარემოს შექმნა. კომპანია მუდმივად ახდენს ყველა არსებული თანამშრომლის გადამზადებას აღნიშნულ სასწავლო ცენტრშივე.

ხედვა:

ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერება პროფესიონალი კადრებით. მომხმარებლებისთვის დაუვიწყარი, კომფორტული და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზება.

მთავარი ღირებულებები:

  • პროფესიონალიზმი - გუნდის მუდმივი პროფესიული დახელოვნება არის კომპანიის უმნიშვნელოვანესი დეტალი. კომპანიის ყველა სერვისი გაჯერებულია პროფესიონალიზმის შემდეგი ასპექტებით:
      •  სპეციალიზებული ცოდნა
      • კომპეტენცია
      • პატიოსნება 
      • კეთილსინდისიერება
      • პასუხისმგებლობა
      • თვითრეგულირება
      • იმიჯი
  • ინოვაცია - ჩვენ ვაფასებთ ინოვაციას. ვიყენებთ კოლექტიურ ინტელექტს რომ შევქმნათ და გამოვიგონოთ ახალი კრეატიული პროდუქტები, რომელიც გაამარტივებს და გააუმჯობესებს მოგზაურობას
  • სანდოობა - სანდოობის საწინდარი ჩვენი ხარისხია, რომელიც ინოვაციითა და პროფესიონალიზმით არის გაჯერებული.  თვითოეულ თანამშრომელს დაკისრებული აქვს დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებების მაღალი განცდა. ეფექტური და სტაბილური პროცესებით ვუზრუნველყოფთ სანდოობის შეფასებას - ჩვენი სერვისი განმეორებადია
  • მრავალფეროვნება - ჩვენ გთავაზობთ მომხმარებელზე მორგებულ პროდუქტებს, მრავალფეროვან სერვისებსა და დიდ არჩევანს.
კონტაქტი ჩვენს შესახებ
arrow